ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს სამიტზე ყველაზე ხშირად კლიმატის ცვლილებასა და კორონა ვირუსზე საუბრობდნენ


ოთხშაბათს, გაეროს სამიტზე, მსოფლიო ლიდერების გამოსვლის დროს, კლიმატის ცვილებებთან ბრძოლა და კორონავირუსი დომინანტი თემები იყო.

"მაშინ, როდესაც მსოფლიო კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ იბრძოდა, კლიმატის კრიზისმაც სრულმასშტაბიანი სახე მიიღო",- თქვა მადაგასკარის პრეზიდენტმა, ანდრი რაჯოლინამ, გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს.

კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა გვალვებმა, მადაგასკარს სერიოზული ზიანი მიაყენა. კალიებმა კი მოსავალი, თითქმის სრულად გაანადგურეს. გაეროს ინფორმაციით, მადაგასკარის მოსახლეობა ქვეყნის სამხრეთში შიმშილობს.

"თუ არ ვიმოქმედებთ კრიზისი გაგრძელდება და გაღრმავდება",- თქვა მადაგასკარის პირველმა პირმა თავის სიტყვით გამოსვლაში.

კლიმატის ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმაც. ჯონსონმა, ასამბლეამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ მისი სიტყვით გამოსვლა კლიმატის ცვლილებებს შეეხებოდა. ჯონსონის განმარტებით, გლობალური ეკონომიკის აღდგენა "სიმწვანეზე უნდა იყოს დაფუძნებული".

ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ მდიდარმა ქვეყნების მიღებულმა ეკონომიკურმა სარგებელმა ჰაერის დაბინძურება გამოიწვია და ახლა "ვალდებულება აქვთ, რომ დაეხმარონ ქვეყნებს თავიანთი ეკონომიკის მწვანე და მდგრადი გზით განვითარებაში".

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელიც არა მარტო საჯარო გამოსვლების, არამედ პირადი შეხვედრების დროსაც განიხილება ასამბლეაზე.

სამშაბათს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გვატემალისა და ჰონდურასის პრეზიდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც სწორედ კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG