რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო ხომალდი, რომელზეც 6 ადამიანი იმყოფებოდა, შორეული აღმოსავლეთის რეგიონ ხაბაროვსკში გაუჩინარდა.
"ანტონოვ ან-26"-სთან კომუნიკაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც თვითმფრინავმა ხაბაროვსკის აეროპორტიდან ხეხცირის ბუნებრივი რეზერვის მიმართულებით 38 კილომეტრი იფრინა.
რუსეთის განსაკუთრებულ სიტუაციათა სამინისტრო აცხადებს, რომ ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა და ხომალდი ტექნიკურ გაფრენას ახორციელებდა.
„ძებნას ართულებს სიბნელე და რთული ამინდი“, - განაცხადა სამინისტრომ.
ან-26 ტიპის სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილია ორი ტურბოპროპ ძრავით, საბჭოთა კავშირი 1969 წლიდან 1986 წლამდე იწარმოებოდა .
Facebook Forum