რუსეთის მედიის მაკონტროლებელმა ორგანომ, "როსკომნადზორმა", დაპატირმებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის შექმნილი ე.წ "ჭკვიანური ხმის მიცემის" სისტემის საიტი დაბლოკა.
ოპოზიციონერის მოგონილი სისტემით, რუსეთის საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობას შეეძლო ხმა ისე მიეცა, რომ კრემლის კანდიდატს არ გაემარჯვა. თავად ნავალნის, ან მის თანაგუნდელებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ, ვინაიდან მათ ორგანიზაციას კრემლმა ექსტრემისტული ჯგუფის კვლიფიკაცია მისცა.
ნალავნის თანამებრძოლი, ლეონიდ ვოლკოვი წერს, რომ 6 სექტემბერს, საიტი votesmart.appspot.com, უკანასკნელნი ადგილი, სადაც ონლაინ სივრცეში ამ სისტემის გამოყენება შეიძლებოდა, დაიბლოკა და ეს რუსეთის ოფიცალური პირების დავალებით მოხდა.
"უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს კარგი ახალი ამბავია: ყველა მცდელობა, რომ გუგლი გაეტეხათ და ჩვენი საიტი წაეშალათ, ჩაიშალა", წერს ვოლკოვი. მისივე თქმით, ამის გამო, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, თავისი ნამდვილი სახე გამოეჩინა და ეს საიტი თავადვე დაებლოკა. ამასთან, ვოლკოვი მოუწოდებს ყველას, ვისაც უკვე ჩამოტვირთული აქვს ხმის მიცემის სისტემა, "დაამარცხონ" კრემლის მხარდაჭერილი კანდიდატები.
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 19 სექტემბერსაა დანიშნული. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წელს ჩატარდება.
Facebook Forum