ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ტონი ბლერი ამბობს, რომ ისლამიზმი უსაფრთხოების ნომერ პირველი საშიშორებაა და დასავლეთი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ შესაძლოა ტერორისტებმა თავდასხმისთვის ბილოგიური იარაღიც გამოიყენონ.
ბრიტანეთში შიშობენ, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთი დატოვეს და ძალაუფლება თალიბანის ხელში გადავიდა, ქვეყანა ისევ უსაფრთხო თავშესაფარი გახდება ისეთი დაჯგუფებებისთვის, როგორიცაა ალ-ყაიდა და ისლამური სახელმწიფო.
"ისლამიზმი როგორც იდეოლოგიურად, ისე ძალადობის მხრივ უპირველესი საშიშორებაა უსაფრთხოებისთვის. თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, ის ჩვენამდეც მოაღწევს, თუნდად ფიზიკურად ჩვენგან შორს იყოს, როგორც ეს 11 სექტემბერს მოხდა",- თქვა ტონი ბლერმა სიტყვით გამოსვლის დროს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მოსაგონარ ღონისძიებაზე.
"კოვიდ-19-მა მომკვიდენებელი პათოგენების შესახებ ჩაგვიტარა გაკვეთილი. ბიოტერორიზმის შესაძლებლობები, შეიძლება სამეცნიერო ფანტაზიის სფეროდ გვეჩვენებოდეს, მაგრამ ჭკვიანური იქნებოდა, რომ მსგავსი სცენარისთვის მოვმზადებულიყავით",- თქვა ყოფილმა პრემიერმა.
სწორედ ტონი ბლერი იკავებდა ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას, როდესაც 2001 წელს, ბრიტანეთმა ამერიკასთან ერთად, ავღანეთში ჯარები გააგზავნა. ახლა ბლერი თვლის, რომ ბრიტანეთმა და ევროპის ქვეყნებმა მაქსიმალური უნდა გააკეთონ და კოოდინირებულად უნდა იმუშაონ რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
Facebook Forum