ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ვაქცინების ე.წ ბუსტერებზე ანგარიშს მალე წარადგენს


სექტემბრის თვეში, ისრაელი "ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციას" (FDA) მიაწვდის მონაცემებს ე.წ ბუსტერების (კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის) შესახებ. ისრაელში კოვიდ 19-ის აცრის დამატებითი დოზა, იგივე ბუსტერი მოსახლეობისთვის ფართოდაა ხელმისაწვდომი.

ამერიკაში კი ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის ადამიანებისთვისაა დაშვებული. თეთრი სახლი მუშაობს ამ საკითხზე და სფეროს სპეციალისტებისგან ელოდება რეკომენდაციებს ბუსტერებთან და ვაქცინის დამატებით დოზასთან დაკავშირებით.

ისრაელის ჯადაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ FDA-ის წარმომადგენლებმა სთხოვეს 17 სექტემბრამდე მათთვის მონაცემები და გამოცდილება გაეზიარებიანათ.

"ფაიზერის" ვაქცინის მესამე დოზა ისრაელში ზრდასრულ მოსახლეობას ივლისიდან მიეწოდება. გასულ კვირას კი იგივე 12 წელს ზევით მოზარდებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. ამის მიზეზი, როგორც ისრაელში ამბობენ, აგრესიული დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელებაა.

ისრაელის ჯანდაცვის სფეროს წამრომადგენლების თქმით, "ფაიზერი" მოსახლეობას 5 თვის განმავლობაში იცავდა, შემდეგ კი მესამე დოზის დამატება გახდა საჭირო. როგორც ექიმები ამბობენ, მესამე დოზა ორგანიზმში, მეორე დოზის დაცვის ეფექტურობას აღადგენს.

ამ დროისთვის, 9,3 მილიონიან ისრაელში, ვაქცინის სამი დოზა 2.6 მილიონ ადამიანს აქვს მიღებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG