ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ დატოვა და 11 ივლისის აქციის მონაწილეების განცხადებები „ანტისახელმწიფოებრივად და ანტიეკლესიურად“ შეაფასა. ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ხდომაზე ჟურნალისტები და ოპერატორები არ დაუშვა და მან საკუთარი განცხადება მთავრობის სხდომიდან ერთობლივი სიგნალით გაავრცელა. ეს იშვიათი შემთხვევაა, სხვა დროს სხდომათა დარბაზში ყველა არხის წარმომადგენელი იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელი ადმინისტრაციაში მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის გარემოცვაში იმყოფებოდა, კრიტიკულად განწყობილი მედია ორგანიზაციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ: „მთავარი, ტვ პირველი და ფორმულა პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და ნაცმოძრაობის რევაშინსტული რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ მიზანი როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ,“ - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ათობით მედიაორგანიზაციის და სამოქალაქო ატივისტების მოთხოვნა, რომ მთავრობა გადამდგარიყო არ გაითვალისწინა. ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობას გადადგომისკენ 11 ივლისს ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოუწოდეს.
მას შემდეგ, რაც 5 ივლისს 53-ზე მეტი ჟურნალისტი სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დილით კი სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ღარიბაშვილმა ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა და ოჯახსს მიუსამძიმრა.
ლაშქარავას საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება ლაშქარავაზე 5 ივლისს მომხდარ ფიზიკურ შეურაცხყოფას, გამოძიებამ უკვე დააკავა სიძულვილის ჯგუფების 5 წარმომადგენელი. ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მოძალადე ჯგუფები „სირცხვილიას“ ოფისთან სასტიკად გაუსწორდნენ. ოპერატორსა და ჟურნალისტს 10-ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს.
„ჩვენ მოვისმინეთ გზავნილები მაგალითად იმის თაობაზე, რომ ითხოვდნენ აგრესიული გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ, იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენსგადადგომას. ეს გასაგებია. ეს ნორმალურია, მათ ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტებისგან დაცარიელებულ მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილმა 5 ივლისის მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს“.
ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ღირსების მარში პროპაგანდისტულია და მისი ჩატარება დაუშვებელია.
„როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95 % არის წინააღმდეგი დემონსტრაიცულად. პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო ყველანი უნდა დავემოჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ვართ იძულებული რომ ამას ანგარიაში გავუწიოთ, ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს, ისე აღარ იქნება როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრაველობის ბედს, როცა ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყველტილებას იღებდენ საქართველოში“, - ამბობს ღარიბაშვილი.
ღირსების მარში თბილისში 5 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოძალადე ჯგუფებმა დილიდან დაიკავეს და ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება დაიწყეს, მანამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მარში არ უნდა გამართულიყო და მარშის ჩატარებას მიზანშეუწონლად მიაჩნდა. ანტიპრაიდის აქციის გამართვისკენ მოქალაქეებს საპატრიარქომაც მოუწოდა.
ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს აქციაზე სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს. მედიის სფერო წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილზე საჭირო რაოდენობის პოლიციელები არ იმყოფებოდნენ. დღეს ღარიბაშვილი ამბობს, რომ 100-ზე მეტი თავდამსხმელია დაკავებული.
5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 ჟურნალისტი იყო, მათ შორის იმ ტელეკომპანიების ჟურნალისტები, რომელსაც ღარიბაშვილი „მართულად მიიჩნევს“. მათ განცხადებებს საქართველოს პრემიერმინისტრი „ანტისახელმწიფოებრივად და ანტიეკლესიურად“ აფასებს.
18 ქვეყნის დიპლომატიურმა უწყებებმა საქართველოში მთავრობას იმავე დღესვე მიმართეს და მოუწოდეს აღეკვეთათ ძალადობა და დაეცვათ უმცირესობის უფლებები.
Facebook Forum