ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატიმრობა 3 დღე - სასამართლოს განაჩენი მოძალადეს


სიძულვილის ჯგუფების მიერ ჰომოფობიით მოტივირებული ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ თბილისში კვლავ მღელვარებაა. ამ წუთებში, პარლამენტის წინ, მედიის, თბილისი პრაიდის, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მდუმარე საპროტესტო აქციას მართავენ.

რუსეთაველის გამზირზე შეკრებილებთან დაპირისპირებას კვლავ ცდილობენ ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი საპოლიციო ძალები.

5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირიდან, სასამართლომ ერთის საქმის შესახებ იმსჯელა და მას სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პაატა გურჩიანს ბრალი დაუმოჩილებლობასა და ხულიგნობაში ედებოდა.

ამ დრომდე არ კონკრეტდება, პოლიციის მიერ დაკავებულ რვა პირს, გუშინ განვითარებული ძალადობრივი მოვლენების რომელ ეპიზოდში მონაწილეობაში ედებათ ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანიდან, 53 მედიასაშუალებების წარმომადგენელია.

ცნობილია ის, რომ დაკავებულებს საგამოძიებო უწყება "მთავარი არხის", "ტაბულას", "რუსთავი 2-ისა" და "ნიუპოსტის" ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG