კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, 8 ივლისს, ტოკიოში, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოსიჰიდე სუგამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პანდემიის დაწყების შემდეგ, იაპონია საგანგებო მდგომაროებას მეოთხედ აცხადებს. ამჯერად ეს მდგომარეობა, 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე იქნება ძალაში.
საგანგებო მდგომარეობა არ გულისხმობს ქვეყნის სრულ ლოკდაუნს, თუმცა კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე, ოლიმპიურ თამაშებზე სრულად აიკრძალება მაყურებლების დასწრება.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, 2 კვირაში დაიწყება. ის განრიგის მიხედვით, 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო, მისი ჩატარება 2021 წელს გადაწყდა. ახლანდელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კი მნიშვნელოვნად შეზღუდავს დაგეგმილ ღონისძიებებს და დიდ ფინანსურ და სხვა სახის ზარალს მოუტანს ოლიმპიურ თამაშებს.
თამაშები 23 ივნისს დაიწყება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება. თუმცა, შექმნილი კრიზისური სიტუაციის ფონზე, გამოკითხვები აჩვენებს, რომ იაპონიის მოსახლეობას და სამედიცინო სფეროს ექსპერტებს სულ უფრო აშფოთებთ საზაფხულო თამაშების გამართვის პერსპექტივა.
Facebook Forum