ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლეს


ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლეს. ერაყის უსაფრთხოების ძალების მიხედვით, ეს ინციდენტი, საელჩოსა და დიპლომატიურ ობიექტებზე თავდასხმების ბოლო დროის თავდასხმების სერიიდან, ერთ-ერთი შემთხვევა იყო.

არც ერთი რაკეტა საელჩოს არ მოხვედრია, თუმცა ბაღდადის მომიჯნავე, გამაგრებულ მწვანე ზონაში დაეცა.

ერაყში, აშშ-ის ეგიდით არსებული კოალიცია აცხადებს, რომ ოთხშაბათს, ბაზას, რომელიც ამერიკელ სამხედრო პერსონალს მასპინძლობს, 14 რაკეტა ესროლეს. ბაზა დასავლეთ პროვინცია ანბარშია განთავსებული.

კოალიციის სპიკერი, აშშ-ის არმიის პოლკოვნიკი უეინ მაროტო აცხადებს, რომ რაკეტები საავიაციო ბაზაზე და მის პერიმეტრზე დაეცა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ერაყის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს „ტერორისტულ თავდასხმად“ აფასებს. „ერაყის მტრები თავს ესხმიან და სამიზნეში იღებენ ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და მოქალაქეების უსაფრთხოებას“ - აცხადებს უწყების სპიკერი, იეჰია რასული.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამერიკელ სამხედროებსა და ამერიკულ ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმებში ბრალი, ერაყსა და სირიაში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილ ფორმირებებს დასდო.

„[თავდასხმები] წარმოაჩენს საფრთხეს, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ფორმირებები, ერაყის სუვერენიტეტსა სტაბიულურობას უქმნიან“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე უწყების სპიკერმა, ნედ პრაისმა.

ამერიკელმა სამხედროებმა საპასუხო იერიში მიიტანეს ირანის მიერ მხარდაჭერილ ფორმირებათა პოზიციებზე. პენტაგონი აცხადებს, რომ გასული თვის ბოლოს, მის მიერ განხორციელებული დარტყმები, სამომავლო თავდასხმების შეკავებასა და პრევენცია ისახავდა მიზნად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG