ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ლიდერი გამოიკვეთა


ერიკ ადამსი, ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი
ერიკ ადამსი, ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი

ბრუკლინის დასახლების პრეზიდენტმა ერიკ ადამსმა დემოკრატიული პარტიის ნომინაცია მოიგო და ახლა ის ნიუ-იორკის მერობის რეალური კანდიდატია. პოლიციის ყოფილი კაპიტნის პოლიტიკური პლატფორმა შედარებით ზომიერია, ადამსი ნიუ-იორკელებს ერთდროულად პირდება როგორც კრიმინალთან ბრძოლას, ისე პოლიციაში რასობრივი უსამართლობის აღმოფხვრას.

როგორც ჩანს, ადამსმა მოახერხა არამარტო მემარცხენე, არამედ ცენტრისტი პოლიტიკური მიმართულების ნიუ-იორკელთა ხმების მოპოვება. ფინალურ რბოლაში მან შეძლო ქალაქის დასუფთავების ყოფილი კომისრის კეტრინ გარსიას დამარცხება, რომელსაც საქმიანი, მიზანდასახული ქალის რეპუტაცია აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, რისი შანსიც ახლა საკმაოდ მაღალია, ქალაქ ნიუ-იორკის მოსახლეობის უმეტესად ლიბერალური შეხედულებებიდან გამომდინარე, ადამსი მეგაპოლისის რიგით მეორე შავკანიანი მერი იქნება.

ბრუკლინში ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი ცხოვრობს და ერიკ ადამსს მათ შესახებ როგორც ჩანს, ბევრი რამ სმენია. 2019 წელს, ის ბრუკლინში დაესწრო ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებას, სადაც თქვა, რომ ბრუკლინი ქართველებისთვის თბილისივითაა: „ბრუკლინი ამერიკის თბილისია, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს“.

ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:36 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG