ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CDC სრულად ვაქცინირებულთათვის პირბადის ტარების წესს ცვლის


"ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი" (CDC) სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადის ტარების წესებს ცვლის. თუ აქამდე ყველა მოქალაქე ვალდებული იყო გარეთ ყოფნის დროს პირბადე ეტარებინათ, ახლა სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ ისეირნონ, ირბინონ, მცირე შეკრებები მოაწყონ ღია სივცრეში, ან სალაშქროდ წავიდნენ პირბადის გარეშე.

თუმცა, CDC განმარტავს, რომ ღია სივრცეებში, სადაც ამის მოთხოვნა იქნება, სრულად ვაქცინირებულებმაც უნდა ატარონ პირბადე.

სულ რამდენიმე წუთის წინ, ეს განცხადება CDC-იში იმაზე დაყრდნობით გააკეთეს, რომ ამერიკის მოსახლეობის ნახევარს მიღებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა მაინც.

"ახალი წესების შემუშავება პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს დავეხმაროთ იმ აქტივობების აღდგენაში, რომელიც მათ პანდემიის გამო შეაჩერეს. თუმცა, მათ კვლავ უნდა ახსოვდეთ ვირუსის სხვებზე გადადების პოტენციური რისკი",- განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

სპეციალისტების დასკვნით, პირბადის ტარება, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდია. თუმცა, ვაქცინაციის პროცესის წინსვლასთან ერთად, ამერიკაში, კვირეების განმავლობაში განიხილავდნენ იმას, თუ რამდენად რელევანტური იქნებოდა პირბადის ტარება სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ამერიკაში 16%-ით შემცირდა. ვაქცინაციის პროცესი კი წინ მიიწევს და ბოლო მონაცემებით 140 მილიონ ადამიანს ამერიკაში უკვე მიღებული აქვს სამი ავტორიზებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს, თავისუფლად შეუძლიათ ისადილონ, ან სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებთან, ან მათთან ერთად, ვისაც ჯერ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს.

თუმცა, ისეთ თავყრილობებზე, როგორიცაა, მაგალითად აღლუმები, დიდი სპორტული ღონისძიებები, ან სალონში, მაღაზიებსა თუ კინოთეატრებში ვიზიტები, CDC კვლავ ყველას მოუწოდებს ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

სააგენტოში, ასევე აცხადებენ, რომ არავაქცინირებულ მოსახლეობას, ასევე შეუძლია პირბადის გარეშე ისეირნოს, ან ირბინოს ოჯახის წევრებთან ერთად. მათ ასევე, შეუძლიათ პირბადის გარეშე მონაწილეობა მიიღონ მცირე შეკრებებში სრულად ვაქცინირებულ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG