აღმასრულებელი ბრძანებით, პრეზიდენტი ბაიდენი ფედერალური კონტრაქტორების მინიმალურ ანაზღაურებას $15-მდე ზრდის. ცვლილება ასობით ათას ფედერალურ კონტრაქტორს შეეხება.
ეს ნაბიჯი, ამჟამინდელ მინიმალურ ანაზღაურებას, რაც $10.95-ია თითქმის 37%-ით ზრდის. მომავალში მისი კიდევ უფრო გაზრდა ინფლანციის მაჩვენებელთან იქნება დალავშირებული.
ცვლილება ძირითადად ეხება ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულ დასუფთავების და ტექნიკურ პერსონალს. ასევე ამავე სამსახურებში კვების სფეროში დასაქმებულებს და სხვა კონტრაქტორებს.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს არ გაზრდის გადასახადების გადამხდელთა ხარჯებს. თუმცა კრიტიკოსები ამას არ იზიარებენ.
პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ ძლიერ პროფკავშირებსა და მაღალ ხელფასებს, შეუძლია აღადგინოს აშშ-ის საშუალო კლასი, დაეხმაროს ეკონომიკური და რასობრივი უთანასწორობის გადალახვას.
მანამდე, 26 აპრილს გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებით, პრეზიდენტმა თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პროფკავშირულ გაერთიანებებს. ჯგუფს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს.
Facebook Forum