ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში ირანის ბირთვული შეთანხმების მონაწილეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ


27 აპრილს, ვენაში, 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებაში შეერთებული შტატების შესაძლო დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები განახლდება.

ეს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იქნება. მხარეები ცდილობენ შეთანხმების გაცოცხლებას და თეირანის დარწმუნებას, რომ შეთანხმების პირობების დარღვევები შეწყვიტოს.

ევროკავშირის 26 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: “მონაწილეები გააგრძელებენ მსჯელობას [შეთანხმებაში] შეერთებული შტატების შესაძლო დაბრუნების და იმის თაობაზე, თუ [შეთანხმების პირობების] სრული და ეფექტური ამოქმედება როგორ უზრუნველყონ.”

ირანს, რუსეთს, საფრანგეთს, ბრიტანეთსა და არაპირდაპირი მონაწილეობით, შეერთებულ შტატებს შორის დისკუსიებს ევროკავშირი თავმჯდომარეობს. მხარეები შეთანხმების აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებზე შეთანხმებას ცდილობენ.

იმის გამო, რომ ირანმა შეერთებულ შტატებთან პირისპირ მოლაპარაკებაზე უარი თქვა, ვენაში ორი ქვეყანა ერთმანეთს არ ხვდება. დანარჩენი ხელმომწერი სახელმწიფოების წარმომადგენლები ორივე მხარეს ცალ-ცალკე ხვდებიან.

მოლაპარაკებების პროცესი გაართულა ირანის მიერ ამ თვის დასაწყისში გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ის ურანს ადრინდელი მიღწევის, 20 პროცენტის ნაცვლად 60 პროცენტამდე ამდიდრებდა.

ირანმა განაცხადა, რომ შეთანხმების მკაცრად დაცვას არ დაუბრუნდება, თუ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ განახლებული სანქციები არ გაუქმდება.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვა, რომ მზად არის გააუქმოს “ყველა სანქცია, რომელიც შეთანხმებასთან შეუსაბამობაშია”, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ რომელ სანქციებს გულისხმობს.

ამ დრომდე თეთრი სახლი ირანისგან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ჯერ თეირანის მხრიდან შეთანხმების პირობების შესრულებას ითხოვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG