ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთს დასახმარებლად ქვეყნები სამედიცინო საშუალებებს უგზავნიან


ინდოეთმა დღეს, დიდი ოდენობით, გადაუდებელი აუცილებლობის სამედიცინო ტექნიკა მიიღო სხვადასხვა ქვეყნისგან. კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო ქვეყანას აღარ აქვს ადგილები საავადმყოფოებში, ასევე მწირია ჟანგბადის ნიღბების რაოდენობაც. ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელმა 200,000-ს მიაღწია.

ინდოეთს ბრიტანეთმა 100 სასუნთქი აპარატი და 95 ჟანგბადის ნიღაბი გაუგზავნა. საფრანგეთი კი ქვეყანას ჟანგბადის გენერატორს აწვდის, რომელიც ჟანგბადის ნიღბებისთვის 250 პაციენტის სამყოფ აპარატს ამუშავებს.

ქვეყნის დედაქალაქმა, ნიუ-დელიმ, ასევე, 70 ტონა ჟანგბადი მიიღო, მისი აღმოსავლეთ მყოფი შტატისგან. თუმცა, მიუხედავად ყველა დახმარებისა, რასაც ქვეყნის დედაქალაქი, ეპიდაფეთქების ცენტრი იღებს, სიტუაცია, მაინც უკონტროლო და მძიმეა.

"ბოლო 7 დღის განმავლობაში ჩვენს უმრავლესობას არც კი უძინია",- ამბობს ექიმი პრეტამი, ერთ-ერთი საავადმყოფოს ადმინისტრატორი, სადაც ჟანგბადის ნიღბების სიმცირე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" თქვა, რომ ისინი ინდოეთისთვის ჟანგბადის 4,000 კონცენტრატორის მიწოდებაზე მუშაობენ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გამწვავებას ხელი შეუწყო ორი რელიგიური დღესასწაულის გამო მასობრივმა თავყრილობებმა და ასევე ვაქცინაციის სიმცირემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG