ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება და გაფართოვდება 


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზები შეიძინა. მილიონობით ახალი ვაქცინა საშუალებას იძლევა, რომ ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და გაფართოვდეს. თუ აქამდე პრიორიტეტული ჯგუფების აცრა ხდებოდა, ახალი დოზები საშუალებას იძლევა მომდევნო კვირებიდან პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდეს.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალება მას შემდგ გაჩნდა, რაც მწარმოებლებმა ამერიკას დამატებითი დოზები მიაწოდეს. მთავარი როლი ამ პროცესში "ჯონსონმა და ჯონსონმა" ითამაშა. ვაქცინამ ავტორიზაცია თებერვალში მიიღო.

ამასთან წარმოების დრო შეამცირა "ფაიზერმაც", რის გამოც კომპანიას საშუალება აქვს დამატებითი დოზები აწარმოოს. ოფიციალური მონაცემებით კომპანია 25% უფრო მეტ ვაქცინას აწარმოებს ვიდრე წინა კვირებში.

გაზრდილი მიწოდების პარალელურად, ამერიკის ათზე მეტ შტატში ამბობენ, რომ გარდა პრიორიტეტული ჯგუფებისა ისინი შეძლებენ გაცლიებით ადრე დაასრულონ ყველა ზრდასრული მოქალაქის ვაქცინაცია.

მაგალითად ვერმონტში ვაქცინაციაში 16 აპრილიდან ყველა მოქალაქე ჩაერთვება, ოფიციალური ცნობით აქამდე ეს პროცესი მაისში უნდა დაწყებულიყო.

ამერიკაში ამ დროისთვის ვაქცინების მიწოდება 20 პროცენტით გაიზარდა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ერთ კვირაში 34 მილიონზე მეტი ადამიანის აცრა იგეგმება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის 3 ვაქცინაა ხელისაწვდომი "ფაიზერის", "მოდერნას" და "ჯონსონი და ჯონსონის".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG