კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა, 22 იანვრის შემდეგ მკვეთრად მოიმატა. მაჩვენებელი 17,504 ახალი შემთხვევით გაიზარდა და ახლა ქვეყანას ვირუსის დადასტურებული 2,612,268 შემთხვევა აქვს. ინფორმაციას რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი ავრცელებს.
გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელიც და ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 74,132 შეადგენს.
გერმანიაში ახლა პანდემიის მესამე ტალღაა, რომელიც ბოლო კვირებში შეზღუდვების მოხსნითაა განპირობებული. შეზღუდვების მოხსნას დაერთო ახალი, უფრო გადამდები ვარიანტის გავრცელებაც, რაც სიტუაციას ამძაფრებს.
რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მომავალ კვირას, კიდევ უფრო მეტ შემთხვევას ელოდებიან. გარდა ამისა, უსაფრთხოების გამო, გერმანიამ დროებით შეაჩერა ასტრაზენეკას ვაქცინით მოსახლეობის აცრაც.
თვის დასაწყისში, კანცლერი, ანგელა მერკელი და სახელმწიფოს მეთაურები შეთანხმდნენ, რომ შეზღუდვებს შეამსუბუქებდნენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებდნენ, თუ 100,000 მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 100-ით გაიზრდებოდა და ასე 3 დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა.
ზოგიერთი ექსპერტი მოუწოდებს მთავრობას არ მიაქციოს ყურადღება რიცხვებს, ვინაიდან რაც უფრო მეტი ტესტი ტარდება, მით უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება ქვეყანაში.
მთავრობის შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით 22 მარტსაა დაგეგმილი.
Facebook Forum