ნატოს შტაბბინაში, გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა. განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობები, ძლიერი პოლიტიკური პარტნიორობა მხარეებს შორის, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტები და საქართველოს შიდა მოვლენები. იენს სტოლტენბერგმა ქართველ ლიდერს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მოქმედი სამშვიდობო კონტიგენტისთვის.
გენერალურმა მდივანმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და იქ ნატოს სამხედრო გემების შეყვანის შესახებ გუშინ. მან აქვე ხაზი გაუსვა ნატოს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენეტეტისადმი, თქვა რა, რომ ალიანსი რუსეთს მოუწოდებს უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ჯარები გაიყვანოს საქართველოდან.
სტოლტენბერგმა საქართველოში ბოლოს განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ის მოელის საქართველოს მხრიდან იმ დემოკრატიული სტანდარტების შესრულებას, რომელთა დაწესებაზე ის დიდი ხანი მუშაობდა.
მან ქართველ პრემიერს მოუწოდა ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას.
„პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.
Facebook Forum