კვირას გამართული “ოქროს გლობუსის”, მეტწილად, ვირტუალურ ცერემონიაზე, რომელიც მეტი მრავალფეროვნების მოწოდებებით და “ნეტფლიქსის” დომინირებით აღინიშნა, გამარჯვებულად გამოცხადდა დრამა “ნომადლენდი” და სატირული - “ბორატის მომდევნო ფილმი”.
ფილმი “ნომადლენდი”, რეცესიით დაზარალებულ ამერიკაში ფურგონებში მცხოვრებ ადამიანებზეა. ფილმმა ჩინეთში დაბადებული ქლო ჩჟაოსთვის საუკეთესო რეჟისორის პრიზიც მოიპოვა.
ჩჟაო მეორე ქალია, რომელმაც ამ კატეგორიაში “გლობუსი” მოიგო და პირველი აზიური წარმოშობის ქალი რეჟისორია, რომელმაც გაიმარჯვა. ორმა გამარჯვებამ ფილმ “ნომადლენდს”, “ოსკარის” ნომინაციისთვის შანსები გაუზარდა.
საშა ბარონ კოენი “ამაზონის სტუდიების” ფილმ “ბორატის შემდგომი ფილმის” შემქმნელი, საუკეთესო კომედიური ჟანრის კინომსახიობად დასახელდა.
მომღერალი ანდრა დეი კი ფილმში, “შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ” წამყვანი როლისთვის გამარჯვებულად გამოცხადდა.
ყველაზე დიდი გამარჯვება წილად ხვდა “ნეტფლიქსს". “ნეტფლიქსმა” კინოს სფეროში ოთხი და სატელევიზიო დადგმებში, მათ შორის, დრამა “გვირგვინი”-სთვის და “დედოფლის გამბიტი”-სთვის, ექვსი გამარჯვება მოიპოვა.
ბევერლი ჰილსში ჩვეული შეკრების ნაცვლად, ცერემონია ცნობილი მსახიობების და რეჟისორების სახლებში ჩართული ინტერნეტ კამერების მეშვეობით ჩატარდა.
სტუდია “პიქსარის” პირველი ფილმი, რომელშიც წამყვანი როლი შავკანიან პერსონაჟს აქვს, საუკეთესო მულტიპლიკაციურ ფილმად დასახელდა.
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულად დაასახელა ორი შავკანიანი ბრიტანელი მსახიობი, დენიელ კალუუია და ჯონ ბოიეგა. ამ ასოციაციას ბოლო ხანს მწვავედ აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მის 87 წევრს შორის, შავკანიანი არავინ იყო.
ასოციაცია მთელი საღამოს განმავლობაში გაკილვის და კომენტარების სამიზნე იყო. მისი წევრები კვირის ცერემონიაზე ცოტა ხნით გამოჩნდნენ და ცვლილელების განხორციელების პირობა დადეს.
Facebook Forum