ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობი, შონ კონერი გარდაიცვალა


90 წლის ასაკში გარდაიცვალა შონ კონერი, წარმოშობით შოტლანდიელი მსახიობი, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარული იყო. "ნიუ-იორკ თაიმსი" წერს, რომ ჯეიმს ბონდის როლი ასე "მიმზიდველად და შთამბეჭდავად" სხვა არავის შეუსრულებია.

შონ კონერიმ სახელი ბრიტანეთში და შემდეგ მთელ მსოფლიოში უმეტესად სპეციალური აგენტის, ჯეიმს ბონდის როლის შესრულებით გაითქვა, სერიალში „აგენტი - 007“. ის ბევრი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მსახიობს ორჯერ აქვს აღებული ბრიტანული "ბაფტა", ერთხელ ამერიკული "ოსკარი" და სამჯერ "ოქროს გლობუსი".

შონ კონერი ბევრი გახმაურებული ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა, რომელთა შორისაა "ხელშეუხებელნი", „ინდიანა ჯონსი“, „ვარდის სახელი“, „მთიელი“ და სხვა. 2004 წელს შონ კონერი „ცოცხალთა შორის უდიდეს შოტლანდიელად“ დაასახელეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG