ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები


კინომატოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის საპატიო პრიზი რეჟისორ ვუდი ალენს გადაეცა, რომელმაც 48 წლის მანძილზე 74 ფილმი შექმნა

„ოქროს გლობუსის“ მთავარი პრიზი წელს მონობის თემაზე შექმნილმა ფილმმა „12 წელი მონობაში“ აიღო. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ დაწესებული ყოველწლიური დაჯილდოების 71-ე ცერემონიალი კვირას საღამოს გაიმართა. რეჟისორ სტივ მაკ კუინის ნამუშევრის გამარჯვება საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა, ვინაიდან ფილმს მრავალი ნომინაციის მიუხედავად, არცერთ სხვა კატეგორიაში არ მოუგია.

კომედიების ჟანრში საუკეთესოდ „ამერიკული თაღლითობა“ დასახელდა. პრიზები მასში მონაწილე მსახიობებმა: ემი ადამსმა ჯენიფერ ლორენსმაც აიღეს. საუკეთესო მამაკაცის როლისთვის „ოქროს გლობუსი“ მისმა დამფუძნებელმა, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ მეთიუ მაკონაჰის გადასცა. საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის კი - კეიტ ბლანშეტს.

კინომატოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის საპატიო ყოველწლიური პრიზი რეჟისორ ვუდი ალენს გადაეცა. რეჟისორს 48 წლის განმავლობაში 74 ფილმი აქვს გადაღებული.
XS
SM
MD
LG