ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე: აღშფოთებული ვარ მელიას უკანონო დაკავებით


საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება სენატორი როჯერ უიკერი, შეერტებული შტატების "ჰელსინკის კომისიის" თანათავმჯდომარე. ის მელიას დაკავებას "უკანონოს" უწოდებსს და ლიდერებს საქართველოში "საზიანო რიტორიკის" განმუხტვისკენ მოუწოდებს.

"მე აღშფოთებული ვარ, საქართველოს ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას უკანონო დაკავებით. ქართველმა ლიდერებმა უნდა მოუსმინონ საერთაშორისო მოწოდებებს და მოახდინონ საკუთარი საზიანო რიტორიკის დეესკლააცია და ამ დესტალიბიზაციის გამომწვევი პოლიტიკური კირიზი დასასრულებლად იმოქმედონ. დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაიმარჯვონ", - განაცხადა სენატორმა როჯერ უიკერმა. შეერთებული შტატების "ჰელსინკის კომისიის" თანათავმჯდომარემ.

განცხადებები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურენ ევროპარლამენტარები, ასევე კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი და სხვა ბევრი დიპლომატი თუ ანალიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. სპეცრაზზმა რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია დააკავა, მელია ამ დროისთვის რუსთავის 12-ე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებეულია პოლიტიკური პარტიის ცენტრალური შენობის ინვენტარი. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ ამოღებულია დოკუმენტაცია, სერვერი და კომპიუტერული მოწყობილობები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG