"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებულ მოვლენებს თბილისში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ეხმაურება. ელჩი "ტვიტერზე" წერს:
"შოკისმომგვრელია ის, რაც დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ შენობასთან ვიხილეთ. თბილისში ძალადობა და ქაოსი ბოლო რამაა, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად ახლა და მომდევნო დღეებში," - წერს "ტვიტერზე" ბრიტანეთის ელჩი თბილისში.
ელჩი კლეიტონი დიდ ბრიტანეთს საქართველოში 2020 წლის შემდეგ წარმოადგენს.
ამ დროისთვის სპეცრაზმის წარმომაგენლებს უკვე დაკავებული ჰყავთ ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია.
"ერთიანი ნაციონალური მოძარობის" ოფისის ინვენტარი სრულად განადგურებულია, დაკავებულია ათობით ადამიანი და შენობის ირგვლივ ასობით პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული.
Facebook Forum