ამერიკელი წამლის მწარმოებლები ამბობენ, რომ "ფაიზერის" და "ბიონტექის" მიერ შექმნილი ვაქცინას აქვს რესურსი, რომ ებრძოლოს კოვიდ19-ის მუტირებულ ვერსიას, რომლის გავრცელება მსოფლიოში 2020 წლის ბოლოდან დაიწყო. სახეცვლილი ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე თავდაპირველად გავრცელებული კოვიდ19-ი.
კვლევა ამერიკელმა მეცნიერებმა ტეხასში ჩაატარეს. ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ შესაძლოა ფაიზერის მიერ შექმნილმა ვაქცინამ ეფექტურად იმოქმედოს კოვიდ19-ის მუტირებულ ვარიანტზეც. მეცნიერები ამბობენ, რომ ვაქცინას აქვს რესურსი გაანადგუროს ვირუსის ის "საცეცები" რომლიც მან მუტაციის შედეგად შეიძინა და ეხმარება ვირუსს სწრაფ გავრცელებაში. კვლევა რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა და მისი შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.
" ფაიზერის ვაქცინა ე.წ. სპაიკ ცილის N501Y წინააღმდეგ მოქმედებს,"- ამბობენ მეცნიერები.
განცხადება გაკეთდა კომპანია "ფაიზერშიც" რომლებმაც კოვიდ19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა შექმნეს. კომპანიის წამყვანი სპეციალისტი ფილ დორმიცერი ამბობს, რომ ვაქცინა ეფექტურად მუშაობს კოვიდ19-თან მიმართებაში და მას ძალა აქვს ვირუსის მუტაციის 16 სხვადასხვა ვარიანტზე.
"ჩვენ შევისწავლეთ 16 მუტაციის შემთხვევა და ვაქცინა ყველა მათგანზე მოქმედებს. ეს კარგი ამბავია,"- ამბობს მეცნიერი.
ახლა მეცნიერები სწავლობენ კოვიდ19-ის კიდევ ერთ მუტაციას, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ვრცელდება, ამ დრომდე უცნობია რა თვისებებით გამოირჩევა კოვიდ19-ის ახალი მუტაცია.
Facebook Forum