ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამოაცხადა.
ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვებისთვის, მინიმუმ საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი სჭირდებათ. ჯო ბაიდენმა 306 ხმა დააგროვა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი 232.
რამდენიმე კვირის წინ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის არჩევნების შედეგებს მას შემდეგ აღიარებდა, როცა საარჩევნო კოლეგია გამოაცხადებდა საკუთარ გადაწყვეტილებას. ამ დრომდე ამერიკის მოქმედი, 45-ე პრეზიდენტი არ აკეთებს განცხადებას აღიარებს თუ არა მარცხს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 3 ნოემბრიდან მოყოლებული, პრეზიდენტი ტრამპი და მისი საარჩევნო გუნდი არჩევნების პროცესებში არსებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ მიაჩნიათ, რომ ხმები მოპარულია. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა.
პარალელურად, ამერიკაში უკვე მესამე კვირაა ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ჯო ბაიდენმა თითქმის ყველა წამყვან თანამდებობაზე დაასახელა კანდიდატები.
Facebook Forum