ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეფლი“ მაკებისთვის ჩიპების შექმნას იწყებს


ამერიკული კომპანია "ეფლი" ახალ და მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს. როგორც ცნობილია კომპანიის სპეციალისტები მუშაობენ შექმნან ჩიპები კომპიუტერებისთვის.

„ეფლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია მისივე წარმოების ჩიპებს მაკებისთვის შექმნის რომელიც სრულად იქნება დაფუძნებული აიფონების, აიპადებისა და საათების ჩიპების პრინციპზე. საკუთარი წარმოების ჩიპები „ინტელის“ ჩიპებს ჩაანაცვლებს, რომელსაც კომპანია 2006 წლიდან იყენებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათი წარმოების ჩიპები ენერგოეფექტურია რაც „ეფლის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

„ჩვენი მიზანია გაიზარდოს მაკების სისწრაფე და ბრძანების შესრულება კომპიუტერმა უფრო სწრაფად შეძლოს, ნაკლები ენერგიის დაკარგვის ხარჯზე,“- აცხადებს ჯონ სრუმი, რომელიც „ეფლის“ ტექნოლოგიების ხელმძღვანელია.

მაშინ, როცა კომპანია „ეფლი“ ახალი ჩიპების გამოშვებაზე საუბრობს, ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევათ იმ გაყიდულ კომპიტერებს, რომლებიც „ინტელის“ ჩიპებით არის აღჭურვილი, შენელდება თუ არა მათი მუშაობა და რამდენ ხანს გააგრძელებს კომპანია მათ მხარდაჭერას? - კომპანია „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი ამბობს, რომ კომპანია მხარდაჭერას უკვე გაყიდული კომპიუტერებისადმი გააგრძელებს თუმცა როდემდე არ აკონკრეტებს. ფაქტია, რომ ეს შესაძლოა მილიონობით ადამიანისთვის პრობლემა აღმოჩნდეს, რადგან მხოლოდ პანდემიის პერიოდში ათასობით მაკი გაიყიდა ბაზარზე დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის ღირებულების.

არ არის გამორიცხული, უკვე გამოშვებულმა შედარებით ძველმა მაკებმა ისეთივე ბედი გაიზიარონ, როგორსაც ძველი აიფონები ახალი ტელეფონის გამოსვლის შემდეგ იზიარებენ: შენელება, პროგრამული პრობლემები და ა.შ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG