ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეფლი" ექსპრეს-მაღაზიებს ხსნის


„ეფლი“ მაღაზიების ახალ კონცეფციას შეიმუშავებს, რათა პანდემიის დროს მომხმარებელს „აიფონ-12“ არა მხოლოდ საფოსტო გზავნილით, არამედ უშუალოდ მიჰყიდოს. სამომავლო გეგმების შესახებ, სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუს დროს, „ეფლის“ გაყიდვების უფროსმა ისაუბრა.

„ეფლის“ ახალი, ე.წ. ექსპრეს-მაღაზიების შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-სა და ევროპაში, კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებლებმა კვლავ იმატა. ახალი ფორმატით მოქმედება ძირითადად მაღაზიის გარეთ ვითარდება. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეკვეთას ონლაინ გააკეთებს, პროდუქტის აღება, მას მაღაზიის წინ საგანგებოდ მოწყობილ დაცულ სივრცეში შეეძლება.

იმავე ხერხის გამოყენება, „ეფლს“ ძალიან დაეხმარება სადღესასწაულო სეზონზე მუშაობაში. მხოლოდ აშშ-ში კომპანიას 271 მაღაზია აქვს.

იმის გამო, რომ კომპანია საკუთარი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის ახალი სერიის გაყიდვას იწყებს, „ეფლი“ საცალო მაღაზიების ფრთხილად გახსნასაც იწყებს. პროცესში მათ ჩართული ჰყავთ სამედიცინო ექსპერტებიც, რადგან მათი პროდუქტის ძირითად სამომხმარებლო ბაზარზე, აშშ-სა და ევროპაში, პანდემიური ვითარება კვლავ რთულია.

ამიტომ, „ექსპრეს“ მაღაზიების შექმნა, კომპანიას რთული გამოწვევების დროს, მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს. „ეფლს“ ევროპასა და აშშ-ში ასეთი უკვე 20 მაღაზია აქვს და თვის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

„ეს არის კარგი გზა იმისთვის, რომ კვლავ შევძლოთ მომხმარებელს პირისპირ მოვემსახუროთ, თან ისე, რომ სოციალური დისტანცია და ჯანდაცვის არსებული პროტოკოლები არ დაირღვეს“ - აცხადებს "როიტერთან" საუბრისას, ეფლის გაყიდვების უფროსი.

პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების გამო, ახალი აიფონის გაყიდვები, ჩვეულებრივზე ერთი თვით იგვიანებს. თუმცა, მომხმარებლებს წინასწარი შეკვეთა უკვე შეუძლიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG