ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის საქმეზე გერმანია რუსეთისგან მეტ ინფორმაციას და გამჭვირვალობას ითხოვს


გერმანია რუსეთისგან რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე დამატებით ინფორმაციას და გამჭვირვალობას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ჰეიკო მაასი ამბობს, რომ ევროპა არ იზიარებს ამერიკის პრეზიდენტის იდეას, ამერიკა "უპირველეს ყოვლისა" და აგრძელებს ზეწოლას რუსეთზე, რომელმაც უფრო მეტი უნდა გააკეთოს ალექსეი ნავალნის საქმის გამოძიებისთვის.

"სწორედ ეს ცნობიერებაა, ის რაც მულტილატერალიზმს ქმნის ევროპული საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად," - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ჰეიკო მაასი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ბევრი შავი ღრუბელია ჩამოწოლილი, რის გამოც აუცილებელია გაირკვევეს და სიცხადე შეემატოს ნავალნის საქმეს.

აექსეი ნავალნი უკვე მეორე კვირაა გერმანიაში მკურნალობას განაგრძობს, მისი მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ კრიტიკული მედიცინის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას. რუსი ოპოზიციონერი რუსეთიდან სამკურნალოდ გერმანიაში გადააფრინეს. საავადმოფოს სადაც ის მკურნალობს გაძლიერებულად იცავენ სამართალდამცავები.

ნავალნის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები ამბობენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს. იმას, რომ ნავალნის ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერებები აღმოაჩნდა, ადასტურებენ გერმანელი ექიმებიც.

რუსეთს ნავალნის საქმის გამოძიებისკენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა ლიდერებმა მოუწოდეს. თავდაპირველად კრემლი ამბობდა, რომ ნავალნი არ იყო მოწამლული და მისი კომაში ჩავარდნა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ გამოიწვია. თუმცა არაერთი მოთხოვნის შემდეგ კრემლს გამოძიება ჯერ არ დაუწყია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG