ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლს არ მიაჩნია, რომ ნავალნის მოწამვლვის გამოძიების დასაწყებად საფუძველი არსებობს


კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება, ამ ეტაპზე ვერ ხედავს საჭიროებას ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გარშემო გამოძიება დაიწყოს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ არ არის დადგენილი, თუ კერძოდ რა ნივთიერებით არის მოწამლული პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი.

„ჩვენთვის გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით ჩქარობენ ასე ჩვენი გერმანელი კოლეგები სიტყვა „მოწამვლის“ გამოყენებას. ეს ვერსია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ჩვენი ექიმები განიხილავდნენ, მაგრამ ნივთიერება ჯერჯერობით დადგენილი არ არის,“ განაცხადა პესკოვმა 25 აგვისტოს ბრიფინგზე.

პესკოვის აზრით, გერმანელ ექიმებს არაფერი უთქვამთ ახალი და იმისგან გასხვავებული, რაც ექიმებმა ტომსკში დაადგინეს. „ანალიტიკა ყველა ექიმს ერთნაირი აქვს, მაგრამ დასკვნები განსხვავდება,“ დასძინა პესკოვმა.

გერმანელმა ექიმებმა 24 აგვისტოს განაცხადეს, რომ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ალექსეი ნავალნი მოწამლულია ნივთიერებით, რომელიც მიეკუთვნება ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 24 აგვისტოს მოსკოვს მოუწოდა სრულად, გამჭვირვალედ გამოიძიონ მოწამვლის საეჭვო შემთხვევა და პასუხი აგებინონ მათ, ვინც მის უკან დგას. ამის შესახებ მერკელი საგარეო საქმეთა მინისტრ მაასთან ერთობლივ განცხადებაში წერს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG