ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი მოსკოვში - შეხვედრების საკითხები და გზავნილები


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირვლი მოადგილე, მოსკოვი, 25 აგვისტო, 2020.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირვლი მოადგილე, მოსკოვი, 25 აგვისტო, 2020.

ამერიკელი მაღალი რანგის დიპლომატის, სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის შეხბვედრები მოსკოვში დასრულდა. სტივენ ბიგანის რუსეთს დედაქალაქში ორდღიანი ვიზიტის მთავარი განსახილველი საკითხები, ბელარუსის პოლიტიკური კრიზისი და ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოულოდნელი ავადმყოფობა იყო, რისი მიზეზიც, როგორც ჩანს მოწამვლაა. სტივენ ბიგანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატის მოსკოვში ვიზიტმა, ხაზი გაუსვა აშშ-ის ინტენსიურ ძალისხმევას, ბელარუსის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიებაში. ბელარუსში, 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, რადგან გრძელვადიანი დიქტატორი, ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ არჩევნები დამაჯერებლად მოიგო.

აშშ იზიარებს დემონსტრანტების მთავარ მოსაზრებას, - კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას და ოფიციალურ ბელარუსს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების - ცემისა და დაკავების გამო აკრიტიკებს.

მუხედავად ამისა, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დაწყების წინ, ბიგანმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონი არ მიიღებს ლუკაშენკოს ძალისხმევას, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებად წარმოაჩინოს, - ამ მცდელობამ შესაძლოა რუსეთის პირდაპირი ჩარევა გამოიწვიოს.


„თავისუფლება არ არის რამდენიმე იღბლიანის პირადი პრივილეგია, არამედ ყველა ადამიანის განუყოფელი და უნივერსალური უფლებაა. 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ვგმობთ სისასტიკეს, რომლითაც ბელარუს ხალხს არჩევნების შემდეგ გაუსწორდნენ და მოვუწოდებთ დაკავებულების გათავისუფლებისკენ. ასევე ვთხოვთ ბელარუსის მთავრობას, დააკმაყოფილოს ეუთოს თავმჯდომარის წინადადება, მხარეებს შორის დიალოგის გამართვაში შუამდგომლობის თაობაზე“ - განაცხადა, რუსეთში ვიზიტამდე, ვლინიუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბიგანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილესთან შეხვედრამდე, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთი ცდილობდა ხელი შეუწყოს ბელარუსში „ფართო ეროვნულ დიალოგს“ - მაგრამ, როგორც ჩანს, ბელარისის ხელისუფლებისმხარეს, დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სამართლიან არჩევნებს ითხოვენ.

ლავროვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ნაკლებობის გამო, უბრალოდ არ არსებობს გზა იმის დასადასტურებლად, მოიგო თუ არა ლუკაშენკომ არჩევნები. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ასევე გააკრტიიკა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლები, „სისხლისღვრის მცდელობისა“ და „დასავლეთის მხარდაჭერის“ გამო.

ლუკაშენკომ, საკუთარი 26 წლიანი მმართველობის გადარჩენაში დასახმარებლად, ღიად მიმართა კრემლს. ირწმუნებოდა, რომ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ნატოს მოკავშირე მეზობელი ქვეყნები, ოპოზიციასთან ერთად, მისი მთავროვის დამხობაზე მუშაობენ.

საპასუხოდ, კრემლმა ბუნდოვანი დახმარების პირობა გასცა, „აუცილებლობის შემთხვევაში“, ორმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულების ფარგლებში დახმარების გაწევის შესახებ.

ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ლავროვმა აშშ-სა და ევროკავშირს, ოფიციალური განცხადებით მიმართა.

„ბელარუსში ამჟამად არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლის დროს, რუსეთის მხრიდან აქცენტი გაკეთდა, რომ დაუშვებელია მინსკზე სანქციებითა და პოლიტიკით წნეხის განხორციელების მცდელობა, რაც ქვეყანაში ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთპატივისცემით დიალოგის დამყარების პროცესს ხელს შეუშლის. რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირს აფრთხილებს ბელარუსის შიდა საქმეებში ნებისმიერი ფორმით ჩარევის შესახებ, მათ შორის ამჟამად რამდენიმე დედაქალაქში გაჟღერებული ანტისამთავრობო დემონსტრაციებისკენ ღია მოწოდებების შესახებ“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავისმხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ, „დაგმო ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება. მხარდაჭერა გამოხატა ბელარუსის სუვვერენიტეტისა და ხალხის თვითგამორკვევის უფლების მიმართ“ - აცხადებს, ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთში აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერი.

მოსკოვში ვიზიტამდე, ბიგანი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს და არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, სვიატლანა ციხანუსკაიას შეხვდა. ციხანუსკაია, ლუკაშენკოს მხრიდან განხორციელებული მუქარის შემდეგ, რომელიც მისი ოჯახის უსაფრთხპებას ეხება, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებია და ლიეტვუაში იმყოფება.

ციხოუნსკაია აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვებული თავადაა და ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს „დემოკრატიულ რევოლუციას“ უწოდებს.

იდუმალი მოწამვლა

სტივენ ბიგანმა, ასევე გამოხატა აშშ-ის შეშფოთება, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნი, რუსეთის ქალაქ ომსკიდან, სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, გერმანელმა ექიმებმა პირველადი კვლევების საფუძველზე განაცხადეს, რომ ის ქოლინესტერაზის ინჰიბიტორთა ჯგუფში შემავალი ნივთიერებითაა მოწამლული.

ამის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტმა განცხადება გაავრცელა. "აშშ ძალიან შეშფოთებულია გერმანელი სამედიცინო ექსპერტების წინასწარი დასკვნით, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ დასკვნის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ გაიზიარებს ევროკავშირის მოწოდებას და ყოვლისმომცველი გამოძიების მოთხოვნასთან ერთად, თავადაც მზადაა ამ ძალისხმევას დაეხმაროს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ბატონი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებს სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემას. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ალექსეი ნავალნის გვერდში დგას და მის სრულ გამოჯანმრთელებას იმედოვნებს,"-ნათქვამი იყო განცხადებაში.

კრემლში კი აცხადებენ, რომ ნავალნის ავადმყოფობის გარემოებების გამოძიების აუცილებლობას ვერ ხედავენ და გერმანელი მედიკოსების დასკვნას ნაჩქარევს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რუსეთს, მთავრობის კრიტიკოსების მოწამვლის დიდი ისტორია აქვს.

მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ, ასევე შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ბიგანმა ღიად გამოხატა, აშშ-ის მხარდაჭერა ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ხმის მიმართ, რუსეთსა და მთელს მსოფლიოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG