ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი "ისაიასი" ემუქრება


ქარიშხალი "ისაიასი" ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროდან ჩრდილოეთით მიემართება.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა სანაპირო ზოლიდან ხმელეთისკენ გადაინაცვლა მისი სიძლიერე შემცირდა. თუმცა ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროზე, ქარიშხალმა ათასობით სახლი და ბიზნესი ელექტრო-ენერგიის გარეშე დატოვა.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში, ისევე როგორც რეგიონის სხვა შტატებში 7-15 სანტიმეტრის ნალექია მოსალოდნელი.

„ისაიასის“ გზაზე, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, არსებობს წყალდიდობის და დატბორვის საშიშროებაც. ტროპიკული ქარიშხლის საშიშროების გაფრთხილება გამოსცა ასევე ვირჯინიის შტატმა, მეინის შტატის საზღვრის გასწვრივ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა ფედერალურმა მთავრობამ შეძლოს რესურსების და ფინანსების მობილიზება დაზარალებული ქალაქების დასახმარებლად. პრეზიდენტმა მსგავსი გადაწვეტილება მიიღო ასევე ფლორიდის შტატის შემთხვევაშიც, რომელიც ქარიშხალმა შედარებით ნაკლებად აზარალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG