ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირქსი ზოგიერთ შემთხვევაში პირბადის შინ ტარებას ურჩევს


შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, თეთრი სახლის პანდემიის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი იმ ადამიანებს, ვინც სხვა, უფრო მოწყვლად ადამიანებთან ერთად ცხოვრობს, სახლშიც და საჯარო ადგილებშიც პირბადის ტარებას ურჩევს.

კვირას, დებორა ბირქსმა “სი ენ ენის” გადაცემაში თქვა: “თუ თქვენ სხვადასხვა თაობის ოჯახის წევრები გყავთ და თქვენს სოფელში ან ქალაქში დაავადების აფეთქება ხდება, ნამდვილად გჭირდებათ შინ პირბადის ტარებაზე იფიქროთ”.

“კოვიდზე თვალყურის სადევნებელი პროექტის” თანახმად, შეერთებული შტატები ყოველდღიურად დაავადების 60 ათასზე მეტ ახალ შემთხვევას და გარდაცვალების ათას შემთხვევას აღრიცხავს.

ბირქსმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებში პანდემია “ახალ ფაზაში” შედის. დაავადების აფეთქებები, პირველ თვეებში, დიდ ქალაქებში იყო თავმოყრილი, “ახლა ეს ეპიდემია განსხვავებულია, უფრო ფართოდ გავრცელდა და ის სოფლებშიცაა და ქალაქებშიც”, თქვა ბირქსმა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირქსის კომენტარს “პათეტიკური” უწოდა. “ტვიტერზე” მან დაწერა, რომ ბირქსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის კრიტიკის “სატყუარაზე წამოეგო”, რომელმაც თქვა, რომ ბირქსმა ადრე ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზი წარმოადგინა.

ამჟამად შეერთებულ შტატებში, დღეში საშუალოდ 800 ათასზე მეტი ტესტი ტარდება, თუმცა პასუხის მისაღებად, სამ დღეზე მეტი ხნით ლოდინი უხდებათ. ზოგიერთი ადგილიდან ერთი კვირით ან უფრო მეტი ხნით ლოდინის შესახებ იუწყებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG