ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას კიბერ-დანაშაულის გამო სანქციებს უწერებს


ევროკავშირმა, ხუთშაბათს ფინანსური სანქციები და სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესა რუსულ სამხედრო დაზვერვის სამსახურის დეპარტამენტს, ჩრდილოეთ კორეულ და ჩინურ კომპანიებს, რომლებიც კიბერ-თავდასხმაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილი.

ეს პირველი შემთხვევააა ბლოკის ისტორიაში, როცა სანქციები კიბერ-დანაშაულს ეხება. ეს ინსტრუმენტი ევროკავშირს საშუალებას აძლევს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუწესოს ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც კიბერ-დანაშაულში არიან ჩართული ევროკავშირის, რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის თუ ქვეყნის წინააღმდეგ.

ევროკავშირის სანქციები დოკუმენტის მიხედვით, ვრცელდება „რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოზე“ და მის „განსაკუთრებული ტექნოლოგიის დეპარტამენტზე“.

ევროკავშირი ბრალს დებს რუსეთს, რომ მათ 2017 წლის ივნისში, ორი კიბერ-თავდასხმა განახორციელეს ევროპული კომპანიების წინააღმდეგ, რამაც ამ კომპანიებს ფინანსური ზარალი მოუტანა. მოსკოვს ასევე ბრალი ედება, უკრაინის ელექტრო-სადგურზე 2015 და 2016 წლებში მიტანილ კიბერ-შეტევებში.

ბლოკმა სანქციები დაუწესა ოთხ პირს, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ და რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 2018 წლის აპრილში, ჰოლანდიაში დაფუძნებული „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე“ კიბერ-თავდასხმაში.

ევროპის კავშირის ახალი ინსტრუმენტის ე.წ. კიბერ-სანქციების სამიზნე გახდა ასევე ჩრდილოეთ კორეული კომპანია "ჩოსუნ ექსპო" და ჩინური "ტიანჯინ ჰუაიგნი ჰაიტაი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG