ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი კოვიდ-19-ის 30 000 შემთხვევისთვის საკმარის „რემდესევირს“ ყიდულობს


ვაქცინა
ვაქცინა

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ამერიკულ კომპანია „გილეადთან“ კოვიდ-19-ის სამკურნალო ერთ-ერთი პრეპარატის მისაღებად შეთანხმებას მიაღწიეს და იმედოვნებენ, რომ მომავალში რემდესევირის მეტ რაოდენობას მიიღებენ.

30 000 პაციენტის სამკურნალოდ საკმარისი წამლის შესაძენად, ევროკავშირი 74 000 000 ევროს გადაიხდის.

იმავე კომპანიასთან, 500 000 დოზის შეძენასთან დაკავშირებით, ამერიკამ შეთანხმებას ივნისში მიაღწია.

ევროკავშირთან შეთანხმების მიხედვით, ერთი პაციენტის მკურნალობა 2 100 ევრო ჯდება.

ევროპული ქვეყნების უმეტესობამ, პანდემიის პიკი უკვე გადაიარა, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მეორე ტალღის დაწყებას შიშობენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG