ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი თვითმფრინავით მგზავრობის სტანდარტებზე შეთანხმდა


ევროკავშირის ქვეყნები, თვითმფრინავით მგზავრობის საერთო სტანდარტებზე შეთანხმდა. რაც გულისხმობს ჰიგიენის, სოციალური დისტანცირების, პირბადის ტარების სტანდარტს, თვითმფრინავებსა და ეროპორტებში. ამის შესახებ განცხადება გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა. ანდრეას შოიერის თქმით, ევროკავშირი, გერმანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა.

სტანდარტების მიხედვით, 6 წლის და მეტი ასაკის მგზავრებსითვის, აეროპორტებსა და თვითმფრინავებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა, უსაფრთხოების შემოწმების დროს. თვითმფრინავებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალი დონის სუფთა ჰაერის ცირკულირება, ამ ზომების შესახებ კი ინფორმაცია, მგზავრებს რამდენიმე ენაზე უნდა მიეწოდოთ.

თუმცა, შუა დასაჯდომი ადგილების ვაკანტურად დატოვების შესახებ, შეთანხმებაში მითითება არ არის.

გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე მიღწულია. ახლა ჯერი ამ წესის მინისტრების დონეზე, ფორმალურ დამტკიცებაზეა.

სტანდარტები, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესამცირებლად დაწესდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG