ქალაქ ლუისვილში, ანტირასისტული პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ქუჩები გადაკეტა და მედიის მანქანას აგურები ესროლა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის ტყვიები გამოიყენა. ინფორმაციას ქალაქის პოლიციის უფროსი ავრცელებს.
გამომსვლელების მთავარი ლოზუნგი იყო: "არ არის სამართლიანობა, არ არ არის მშვიდობა". ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები ახალგაზრდა ქალის, ბრიანა ტეილორის სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ. მას საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც პოლიცია იქ რეიდისთვის შევიდა და მძინარე ქალს ესროლა.
განცხადება პოლიციის უფროსმა, რობერტ შროდერემა ინცინდენტიდან, თითქმის, სამი საათის შემდეგ გააკეთა. მანამდე, პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა ქალაქის ცენტრს, დაძაბული მდგომარეობის გამო, მორიდებოდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონტსრანტების ნაწილმა ქუჩაში დამონტაჟებული მოძრაობის ნიშნებისა და ქვებისგან ბარიკადები აღმართა, პოლიცია კი სიტუაციას ადგილიდან და ასევე, ვერტმფრენიდან აკვირდებოდა.
"მანქანებს საგზაო მოძრაობისგან ვერ შევაფერხებთ", თქვა ქალაქის მერმა, გრეგ ფიშერმა.
Facebook Forum