ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბრძოლა ახლა იწყება“ - ვაშინგტონში საქართველოს საელჩოსთან აქცია დაიწყო


2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ერთი კვირის თავზე, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს წინ, ქართველი ემიგრანტების ნაწილმა ახალი კამპანია წამოიწყო. ყოველკვირეულად ამერიკაში მცხოვრები ქართველები გეგმავენ საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბონ და გააპროტესტონ, მათი თქმით, „მოპარული“ არჩევნები, პარალელურ რეჟიმში კი დისტანციურად იმუშაონ.

აქცია-პერფორმანსი კვირაში ერთხელ გაიმართება, იდეის ავტორები კი ამბობენ, რომ „არ დაღლილან და ბრძოლა ახლა იწყება“. საელჩოს წინ განთავსებულია ბანერები წარწერით: „არ შეგრჩებათ მოღალატეებო“ და „პუტინის მარიონეტები მუშაობენ აქ“.

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტისა და იმ ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, უკვე შეფასდა, როგორც გაყალბებული და მოპარული. ამ მოსაზრებას არ იზიარებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.

აქცია საქართველოს საელჩოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებში
აქცია საქართველოს საელჩოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს, წარმოადგინონ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, ცესკოს მიმართვის საფუძველზე კი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების შესახებ გამოძიება დაიწყო.

აქცია საქართველოს საელჩოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებში
აქცია საქართველოს საელჩოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი თვლის, რომ ამ დრომდე საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები თავისუფლად და ლეგიტიმურად არ გამოუცხადებიათ. ბრიუსელი და ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების სრულყოფილი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG