ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქციის მონაწილეთა რადიკალურმა ფრთამ ვირჯინიაში რამდენიმე ქანდაკება დააზიანა


ვირჯინიაში, ქალაქ რიჩმონდში აქციის მონაწილეთა რადიკალური ფრთის წარმომადგენლებმა რამდენიმე ძეგლი დააზიანეს. გუშინ აქციის მონაწილეებმა რიჩმონდში ჯეფერსონ დევისის ძეგლი გადმოაგდეს და საღებავებით შეღებეს. ადგილზე სამართალდამცავები მალევე მივიდნენ. უცნობია, დააკავეს თუ არა ძეგლის დაზიანებაში მონაწილე პირები.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა ქრისტოფერ კოლუმბის ძელგს ცეცხლი მოუკიდეს, წააქციეს და საღებავებით შეღებეს.

ამასთან, დღეს ცნობილი ხდება რომ ვანდალებმა დააზიანეს, ვირჯინიაში კიდევ რამდენიმე ძეგლი, შენობა და დაამტვრიეს მაღაზიებიც.

რასიზმის წინააღმდეგ დაწყებული აქციების მონაწილეების ნაწილი უკვე ორ კვირაზე მეტია ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში არბევს ბიზნესებს, ბანკებს, სამთავრობო შენობებს და აზიანებს ძეგლებს, რასაც იმით ხსნიან, რომ ისტორიულად სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფიგურები ადამიანთა ჩაგვრაში მონაწილეობდნენ ან თავად იყვნენ ჩაგვრის ინიციატორები.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ვირჯინიაში აქციის მონაწილეებმა 5 ძეგლი დააზიანეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაკავებულები სხვადასხვა ინციდენტში მონაწილე პირები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG