ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლოიდის დაკრძალვის შემდეგ პროტესტი კვლავ გაგრძელდება


დემონსტრანტები ამერიკის შეერთებული შტატების ქუჩებს დღეს ისევ დაიკავებენ. 46 წლის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტი-რასისტული საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ასეთი დიდი პროტესტი ამერიკაში 1960-იანი წლების შემდეგ არ უნახავთ.

ასობით დემონსტრანმა დღეს დილით სიეტლის მერიის შენობა დაიკავა და ქალაქის მერს გადადგომისკენ მოუწოდა. მოითხოვდნენ, ასევე პოლიციის რეფორმასაც.

ელიან, რომ პროტესტი გაგრძელდება ატლანტაში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში. ეს უკვე პროტესტის უწყვეტი მე-16 დღე იქნება.

დღესვე მოელიან, რომ ფლოიდის ერთ-ერთი ძმა კონგრესში სიტყვით გამოვა, დემოკრატების მიერ წარდგენილი ცვლილებების პაკეტის განსახილველ პანელზე. ცვლილებების პაკეტი პოლიციის ძალადობისა და რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგაა მიმართული.

ჯორჯ ფლოიდის გასვენება
ჯორჯ ფლოიდის გასვენება

გუშინ, ჰიუსტონში გამართულ დაკრძალვის ცერემონიაზე, სამოქალაქო უფლებების ერთ-ერთმა, ვეტერანმა მებრძოლმა, ალ შარპტონმა თქვა, რომ ფლოიდი ახლა არის "მთავარი ქვაკუთხედი მოძრაობისა, რომელიც მთელ მსოფლიოს შეცვლის".

შარპტონის თქმით, წელს ფლოდის ოჯახი გაუძღვება მსვლელობას, რომელიც 28 აგვისტოს, მარტინ ლუთერ კინგის "მე მაქვს ოცნება" სიტყვით გამოსვლის 57-ე წლისთავს ეძღვნება. კინგმა ეს სიტყვა ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქვა. სამოქალაქო უფლებების დამცველი 1968 წელს მოკლეს.

46 წლის ფლოიდი მინეაპოლისში, პოლიციამ დააკავა. პოლიციელს მის კისერზე ფეხი, თითქმის 9 წუთის განმავლობაში ედო. ფლოდი ამბობდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელმა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და მამაკაცი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG