ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აპრილი უფრო რთული იქნება, ვიდრე მარტი, ამბობს ნიუ-იორკის მერი


"მსოფლიო დიდი ხნის განმავლობაში ასეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო რამდენიმე კვირის წინ," - წერს ქალაქ ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო და ახალ სოციალურ პროექტს აანონსებს. მერი მიმართავს ნიუ-იორკელებს მიმართონ მას კითხვებით, რომლებიც არსებობს და ის შეეცდება მათ უპასუხოს.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ნიუ-იორკის მერმა დაწერა, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლა ხანგძლივი და რთული იქნება.

"ჩვენ ველოდებით, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა ხანგრძლივი იქნება. ვისურვებდი, რომ ნიუ-იორკში ასე არ მომხდარიყო, მაგრამ მიმდინარე პროგნოზით [ეს დრო] რამდენიმე თვეა. ჩვენ ველოდებით, რომ აპრილი იქნება უფრო მძიმე ვიდრე არის მარტი, მაისიც მძიმე იქნება," - წერს ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო ტვიტერზე.

შტატი ნიუ-იორკი ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატებში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 30 000-ს აღემატება. 18 000-მდე დაინფიცირებულია ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც ყოველდღიურად მაჩვენებელი რამდენიმე ათასით იზრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG