ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამხედრო ძალების ლიდერები ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების ხანგრძლივობაზე საუბრობენ


"კორონავირუსის ეპიდემია შესაძლოა 90-დღიანი პრობლემა იყოს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ცხოვრების წესისა და სამუშაო პირობების ცვლილებას გულისხმობს. ეს შესაძლოა ივლისამდე გაგრძელდეს", - განაცხადა მარკ მილიმ, ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა. გენერლის თქმით, ეს პროცესი შესაძლოა მაისში ან ივნისში, ან სულაც ივლისში დასრულდეს.

ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თქვა.

თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმაც ონლაინ კონფერენციისას მაყურებლებს უთხრა, რომ ამ სიტუაციის შეცვლასა და გაუმჯობესებას რამდენიმე თვე დასჭირდება, მით უფრო, რომ ამგვარი ეპიდემია "მას ცხოვრებაში არ უნახავს და ის უპრეცენდენტოა".

"ვფიქრობ, უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდება. სულ მცირე, მივიღოთ სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს", - განმარტა ესპერმა.

ამერიკის სამხედრო ძალების ორმა ლიდერმა ეს განცხადებები სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით გააკეთა, თუმცა მათივე თქმით, ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როდის დასრულდება ეპიდემია. ამასთან, ქვეყნების მიხედვით, მდგომარეობა, შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

პენტაგონის ლიდერების შეფასებები განსხვავებულია შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებისგან, რომელმაც სამშაბათს "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურს ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას აღდგომის დღესასწაულამდე დაუბრუნდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG