ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის ბოლომდე დაუკომპლექტებელი ხელმძღვანელობა კორონავირუსთან ბრძოლისთვის ემზადება


იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და შტატების ადგილობრივი მთავრობების ლიდერები, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავენ, პენტაგონში რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი სამოქალაქო თანამდებობა ვაკანტურად რჩება და იქ დროებით დანიშნული “მოვალეობის შემსრულებელი” სამხედროები მუშაობენ.

ტრამპი შეიარაღებული ძალების აღსადგენად მასიური დაფინანსების გამოყოფით ამაყობდა და იმავდროულად, თეთრი სახლის და სენატის ნაკლებად ენერგიულმა მცდელობებმა, შეევსოთ სამოქალაქო თანამდებობები, პენტაგონის მენეჯმენტში სიცარიელე გააჩინა.

პენტაგონის ყოფილმა მაღალჩინოსანმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ პენტაგონი უფრო სწრაფად იფიტებოდა, ვიდრე თანამდებობების შევსებას ახერხებდა და კოვიდ-19 ვაკანსიებთან დაკავშირებულ ვითარებას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს.

თავდაცვის დეპარტამენტი, ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, თავისი რეზერვებიდან ნიღბებს და ხელოვნური სუნთქვის აპარატებს აწვდის. სამხედრო-საჰაერო ძალები, ვირუსის ტესტის კომპლექტების ყველაზე ცხელ წერტილებში გადასროლას ახდენს.

ოთხშაბათს ტრამპმა გამოაცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების ორი მასიური გემი-ჰოსპიტალი ნიუ-იორკის ნავსადგომში და დასავლეთ სანაპიროს ჯერ კიდევ დაუდგენელ პორტში ღუზაზე დადგება.

თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 1000 საწოლიან გემებს შეეძლება ტრავმატოლოგიური პაციენტებისთვის დამატებითი სივრცის დამატება იმ დროს, როდესაც კორონავირუსიანი პაციენტები ადგილობრივი საავადმყოფოების საწოლებს იკავებენ.

იმ დროს, როდესაც ხდება სულ უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც უაღრესად გადამდები კორონავირუსის პრობლემაზე სამხედროების პასუხს ეხება, პენტაგონის ბევრი, გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო თანამდებობის პირი დანიშნული არ არის. მოსალოდნელია, რომ საკვანძო თანამდებობებზე ბევრი ვაკანსია ან სამხედროების მიერ “მოვალეობის დროებით შესრულება” ისევ მაღალ დონეზე დარჩება და ამის მიზეზი ვირუსის პანდემია და კაპიტოლიუმის გორაკზე შემოკლებული საარჩევნო წელი იქნება.

პენტაგონს ჯერ კიდევ სჭირდება შეავსოს 60 მაღალი სამოქალაქო თანამდებობის დაახლოებით ერთი მესამედი. ამ დანიშვნებს სენატში დამტკიცება სჭირდება.

21 ვაკანსიას შორისაა: პოლიტიკის საკითხში თავდაცვის მდივნის მოადგილის, თავდაცვის მდივნის მოადგილე - რევიზორის, სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის და არმიის მდივნის მოადგილის თანამდებობები.

ამ ვაკანსიებიდან 13-ზე, რომელსაც სენატის მიერ დამტკიცება სჭირდება, თეთრ სახლს ოფიციალურად გამოცხადებული სავარაუდო კანდიდატი არ ჰყავს. ორი თანამდებობა, კოსმოსური პოლიტიკის და შეძენების საკითხში სამოქალაქო ხელმძღვანელობისთვისაა. ეს მაღალი პრიორიტეტის დარგია ადმინისტრაციისთვის, რომელმაც გასულ წელს ახალი, კოსმოსური სარდლობა შექმნა და შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა, კოსმოსური ძალები ჩამოაყალიბა.

თვის დასაწყისში, სენატის შეიარაღებული ძალები კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, ესპერი შეშფოთებული არ ჩანდა. მან თქვა: “ეს ხანგრძლივი პროცესებია, არ ვფიქრობ რომ ვითარება ისეთი შემზარავია, როგორც ზოგოერთი შეიძლება ფიქრობდეს”.

21-დან ხუთ ვაკანსიაზე არიან კანდიდატები, რომლებმაც სენატში მოსმენები უკვე გაიარეს და კენჭისყრას ელოდებიან. მათ შორისაა სამი კანდიდატიც, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე უკვე წარსდგა.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, თავდაცვის დეპარტამენტის სამოქალაქო თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი დაუჯერებლად ნელი იყო. ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირისთვის ეს პროცესი, პირველი გასაუბრებიდან სამსახურში აყვანამდე, 10 თვეს გაგრძელდა.

თავდაცვის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა თქვა, რომკანდიდატების შერჩევას უფრო მეტად აფერხებს შესაფერისი პირების რაოდენობის შემცირება, იმის გამო, რომ ადმინისტრაციასტრამპის მოწინააღმდეგეების ამ პროცესში დაშვება არ სურს.

საარჩევნო წელს, რომელიც სენატის რამდენიმე კვირიანი არდადეგებით არის გაჯერებული, თანამდებობებზე დასამტკიცებელი კენჭისყრების ჩატარებისთვის კიდევ უფრო ნაკლები დრო რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG