ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუმერი თეთრი სახლის 4 წარმომადგენლის დაკითხვას ითხოვს


ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ამ კვირაში უყრის კენჭს. სენატის დემოკრატიული პარტიის წევრები მოითხოვენ კომისიის შექმნას, რომელიც საიმპიჩმენტო სასამართლოს მოსმენას ჩაატარებს და მოუსმენს ტრამპის ადმინისტრაციის 4 მთავარ მოწმეს.

სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა უმრავლესობის ლიდერისთვის მიწერილ წერილში თქვა, რომ სენატმა მოსასმენად უნდა გამოიძახოს თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის უფროსი მიკ მალვენი და მალვენის მთავარი თანაშემწე რობერტ ბლერი. ასევე, უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი და ბიუჯეტის ოფიცერი მაიკ დაფი.

შუმერმა წერილში დაამატა, რომ წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის გამოძიების ეტაპზე ოთხივე მათგანს მოთხოვა დაკითხვაზე მისვლა, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოცხადებულა.

მაკკონელი თავის მხრივ მცირე სასამართლოს ტიპის მოსმენაზე საუბრობს, სადაც მოწმეები არ იქნებიან გამოძახებულები. მან თქვა, რომ ამ თემაზე კოორდინაცია ექნება, როგორც თეთრ სახლთან, ისე უმცირესობის ლიდერ შუმერთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG