ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტის გადამწვეტი მოსმენა ოთხშაბათს გაიმართება


დემოკრატი კანონმდებლები კონგრესში, ამ კვირაში მიიღებენ გადაწვეტილებას, წაუყენონ თუ არა ბრალი პრეზიდენტს და საჭიროა თუ არა მისი იმპიჩმენტი. საზოგადოებრივი აზრი, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, მკვეთრად გაყოფილია.

დემოკრატების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი, ოთხშაბათს მოსმენას გამართავს, რომელშიც ამერიკელ ხალხს აუხსნის, რა საფუძველი აქვს იმპიჩმენტს. ის ასევე მიიღებს ანგარიშს წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტიდან, რომელიც იმ სამხილებზე ისაუბრებს, რის გამოც დემოკრატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვენ.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას ოთხშაბათს დაგეგმილ მოსმენაში. რამდენიმე ხნით ადრე, კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერალდ ნადლერმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩეველთა საბჭო მოსმენაზე მიიწვია.

დემოკრატები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, პრეზიდენტს თანამდებობის პირადი სარგებლის გამო გამოყენებაში დებენ ბრალს. მათი თქმით, პრეზიდენტმა უკრაინისგან სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, მისი ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა, რაც მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წაადგებოდა.

საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში, უკვე დაკითხეს ახლანდელი და ყოფილი ოფიციალური პირები. ტრამპი უარყოფს კანონდარღვევას და პროცესს მიკერძოებულ „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG