ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კაზუო იშიგუროს მიენიჭა


2017 წლის ნობელის პრიზი ლიტერატურაში ბრიტანელ მწერალ კაზუო იშიგუროს მიენიჭა. გამარჯვებული შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ დღეს გამოავლინა.

ბრიტანელი ავტორი ცნობილია რომანით, „დღის ნარჩენები“

შესარჩევმა კომისიამ განაცხადა, რომ იშიგუროს მწერლობა აჩვენებს "სამყაროსთან ჩვენი კავშირების სიღრმეს."

ლაურეატის გამოცხადების შემდეგ შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელმა სარა დანიუსმა იშიგურო შემდეგი სიტყვებით დაახასიათა:

"თუ ერთმანეთში შეაზავებთ ჯეინ ოსტინს და ფრანც კაფკას, მიიღებთ კაზუო იშიგუროს, მაგრამ ასევე უნდა დაამატოთ მარსელ პრუსტიც."

62 წლის იშიგურო წარმოშობით იაპონიიდანაა, ის ნაგასაკაშია დაბადებული, 5 წლის ასაკში მისი ოჯახი ბრიტანეტში გადასახლდა.

წელს ლიტერატურის დარგში პრემიაზე წარდგენილები ასევე იყვნენ ჩეხი მწერალი მილან კუნდერა, კანადელი მარგარეტ ეტვუდი და იაპონელი ჰარუკი მურაკამი.

ნობელის პრიზი ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან მოყოლებული 110 წერალს გადაეცა. გასულ წელს ამ დარგში ჯილდო მომღერალმა და მუსიკოსმა ბობ დილანმა მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG