შვედეთის სამეფო აკადემიამ სტოკჰოლმში დღეს ნობელის პრემიის სამი ახალი გამარჯვებული დაასახელა. ფიზიკის დარგში ნობელის პრემია 1.1 მილიონ დოლართან ერთად, გადაეცემა 3 ამერიკელ ფიზიკოსს, რომლებმაც გრავიტაციული ტალღების არსებობა დაასაბუთეს. საპატიო პრემიის ლაურეატები გახდნენ: რაინერ ვაისი, ბერი ბარიში და კიპ თორნი.
ალბერტ აინშტაინმა "ფარდობითობის თეორიაში" გრავიტაციის (მსოფლიო მიზიდულობის) ტალღებად გავრცელება, ჯერ კიდევ საუკუნის წინ, 1915 წელს იწინასწარმეტყველა. ტალღების დეტექცია ობსერვატორია "ლიგოში", პირველად ზუსტად 100 წლის შემდეგ, 2015 წელს მოხერხდა. ნაშრომის გამოცემა და სამეცნიერო საზოგადოების მიერ საბოლოო აღიარება კი - სულ ახლახანს, 2016 წელს.
ვაისი, ბარიში და თორნი "ლიგოს" (LIGO) წამყვანი მეცნიერები იყვნენ, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ. გრავიტაციული ტალღები პირველებმა სწორედ ამერიკაში მდებარე ობსერვატორია "ლიგოს" დეტექტორებმა დააფიქსირეს. მეცნიერების განმარტებით, ტალღები ორი შავი ხვრელის შეერთების შედეგად, დედამიწიდან 1.2 მილიარდამდე სინათლის წლის დაშორებით წარმოიქმნა. ისინი შემდეგ ერთ გიგანტურ შავ ხვრელად გადაიქცნენ.
Facebook Forum