ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2016 წლის ლიტერატურული ნობელის ჯილდო ბობ დილანს გადაეცემა


2016 წლის ნობელის პრესტიჟული პრემია ლიტერატურის დარგში ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა ბობ დილანმა მიიღო.

შვედეთის სამეფო აკადემიამ, რომელიც ყოველწლიური პრემიის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თქვა, რომ დილანი, "დიდი ამერიკული სასიმღერო ტრადიციის ფარგლებში, ახალი პოეტური გამომსახველობითი სტილის შექმნისთვის" დაჯილდოვდა.

დილანისთვის ნობელის პრემიის შესძლებლობაზე საუბარი წარსულშიც იყო, თუმცა იგი სერიოზულ კანდიდატად არ განიხილებოდა.

75 წლის დილანმა მუსიკალური კარიერა 1959 წელს მინესოტაში, ყავის სახლებში გამოსვლებით დაიწყო. ერთერთი მისი საუკეთესო ნამუშევარია 1960-იან წლებში შექმნილი სიმღერა Blowin in the Wind, რომელიც ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო და სამოქალაქო უფლებების დაცვის სიმბოლო გახდა.

XS
SM
MD
LG