ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობა გერმანიამ გენოციდად აღიარა


დღეს გერმანელმა კანონმდებლებმა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში თურქეთის მიერ სომხეთის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარეს. გერმანია 21-ე ქვეყანაა, რომელმაც ამ ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია მისცა. კენჭისყრამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გააფრთხილა გერმანია, რომ ამგვარი ნაბიჯი მათ შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ, კომერციულ, პოლიტიკურ და სამხედრო ურთიერთობებს დააზიანებდა.

სომხეთი აცხადებს, რომ 1915-1917 წლებში ქვეყანაში 1.5 მილიონი ადამიანი მოკლეს. თურქეთი ასობით ათასი სომეხის მოკვლას აღიარებს, თუმცა ამ ფაქტისთვის გენოციდის კვალიფიკაციის მიცემის კამპანიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG