თურქეთის ლიდერები გერმანიას აფრთხილებენ, რომ ბერლინმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი მკვლელობა გონეცოდად არ აღიაროს. თურქი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გააფუჭებს.
გერმანიის პარლამენტი კანონ-პროექტს კენჭს ხუთშაბათს უყრის.
კანონ-პროექტის ტექსტში ნათქვამია, რომ სომხების დახოცვა, ეთნიკური წმენდა, გაძევება და გენოციდი გასული საუკუნის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდია. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ სომხების გენოციდში გერმანიასაც მიუძღვის წვლილი, რადგან გერმანია მაშინ ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე იყო.
სომხეთი აცხადებს, რომ 1915-1917 წლებში თურქეთი სომხების მასობრივ მკვლელობას აღიარებს, მაგრამ აცხადებს, რომ ეს გენოციდის კამპანია არ ყოფილა.
პოპულარული
1