ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ვერ გადარჩება, თუკი ის ბირთვულ პროგრამაზე საბოლოოდ უარს არ იტყვის. პარკ გუინ-ჰემ განცხადება ახლად დამტკიცებულ ოფიცრებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

გუშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა არმიას უბრძანა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად „ნებისმიერ მომენტში“ უნდა იყვნენ. პარკ გუინ-ჰე ჩრდილოეთ კორეიდან კიდევ უფრო მძაფრ რეაქციას ელოდება მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ძალაში შევიდა ფხენიანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციები.

XS
SM
MD
LG