ამერიკელმა სტუდენტმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს, აღიარა, რომ ფხენიანის სასტუმროდან პოლიტიკური შინაარსის შემცველობის ბანერის მოპარვა სცადა. ოტო უარმბიერი დღეს ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან მოწყობილ შეხვედრაზე ბადრაგის თანხლებით გამოჩნდა.
21 წლის ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი ჩრდილოეთ კორეაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ის გასულ თვეში თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ დააკავეს. ამერიკელ სტუდენტს სახელმწიფოს წინაშე მტრული აქტის განხორციელების მუხლი აქვს წაყენებული.